24 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
ტრამპის სიძე კრემლს საიდუმლო კავშირის დამყარებას სთავაზობდა

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩთან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირის საიდუმლო არხის დამყარების შესაძლებლობას განიხილავდა.

სკანდალურ ინფორმაციას ამერიკული და დასავლური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჯარედ კუშნერი და სერგეი კისლიაკი საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც და მას შემდეგაც კონტაქტობდნენ.

ამერიკელ მაღალჩინესნებზე დაყრდნობით, როიტერსი წერს, რომ დონალდ ტრამპის სიძემ და მრჩეველმა სამი ასეთი სახის კომუნიკაცია დამალა, მათ შორის ორი სატელეფონო საუბარი, რომელიც 2016 წლის აპრილიდან ნოემბრამდე პერიოდში შედგა. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო კავშირის დამყარება კი კუშნერმა რუს დიპლომატს 2016 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.

დღის ამბები