23 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება 2 საათზე მეტია, იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს. საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეების კანდიდატურებს მთავრობას სპეციალურად შექმნილი კომისია წარუდგენს.

ამ ეტაპზე სიაში 23 იურისტია, რომელთაც უკვე გაიარეს კონკურსის 2 ეტაპი.

საკუთარი კანდიდატურა მოხსნა არაობიექტურობისა და გაუმჭვირვალობის არგუმენტით საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, მოხსნა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი შესაძლოა, დავით ჯანდიერმაც თქვას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ნინო ბაქაქური, კომისიას ენდობა და აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არა აქვს, რომ კომისიას არ ენდოს.

კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებები არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს.

„მნიშვნელოვანია, კომისიის თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება მეორე შერჩევის შემთხვევაში. ჩვენ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ ჩავარდეს სია. აქედან გამომდინარე, კომისიის თითოეულმა წევრმა უნდა იმოქმედოს განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით და შეარჩიოს კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის ნიშნით,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანდიდატების შერჩევისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი და მორალური მხარე, რეპუტაცია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები