20 აპრილი 2024,   10:21
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარია იქნება

თბილისის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან ელენე ხოშტარია იქნება. ამის შესახებ პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე გახდა ცნობილი.

 „ჩემი გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მე შევიძენ გულწრფელ თანამოაზრეებს, ნამდვილ მხარდამჭერებს და, როდესაც მე გავამართლებ გულწრფელ ნდობას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

პარტია ევროპულმა საქართველომ დღეს სპორტის სასახლეში დამფუძნებელი ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ხელმძღვანელი ორგანო აირჩიეს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იქნება, პარტიის გენმდივანი - გიგი უგულავა და პოლიტმდივანი - გიგა ბოკერია.   

ამავე თემაზე
დღის ამბები