20 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გახდა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტია ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იბრძოლებს. სპორტის სასახლეში შეკრებილმა დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დაასახელეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება ის ახალი ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე, შერიგებაზე და არა მტრობაზე... სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის მთავარი მამოძრავებელი ღერძი: გამთლიანება, შერიგება, შენება და ხალხის კეთილდღეობა,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო განსხვავებული პოლიტიკური წარსულის და განსხვავებული ხედვის ადამიანებს გააერთიანებს.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის მიზანია რუსული ოკუპაციის დასრულება და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება.

დავით ბაქრაძემ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რეფორმის გატარებაა საჭირო, რათა ეკონომიკური პრობლემები მოიხსნას. 

დღის ამბები