25 ივნისი 2018,   10:12
ვრცლად
G7-ის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასამკაცრებლად მზად არიან

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასამკაცრებლად მზად არიან.

ამის შესახებ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში გამართული ორდღიანი სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში წერია.

დოკუმენტის თანახმად, ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ შეზრუდვების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

უთანხმოების მიუხედავად, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რეგიონული კრიზისების მოგვარების პროცესში რუსეთთან თანამშრომლობის მზადყოფნასაც გამოთქვამენ.

დღის ამბები