20 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა, სამხედრო პოლიციის და ეროვნული გვარდიის ოცეულებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, დაამზადეს ტრადიციული კერძები.

საზეიმო ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალმაიორი ჯონ ტომსონი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

დღის ამბები