25 ივნისი 2018,   10:07
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთში თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქალაქ ხოსტის ცენტრში, სამხედრო ბაზის მახლობლად ააფეთქა.

თავდასხმის სამიზნე ავღანელი სამხედროები იყვნენ, რომლებიც რეგიონში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მუშაობენ. თავდასხმის შედეგად საავადმყოფოში 8 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. თავდასხმა მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის დაწყების პირველ დღეს დაემთხვა.

დღის ამბები