18 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
ორმაგად დევნილი ეკომიგრანტები

უმძიმესი საცხოვრებელ პირობებში, წალკის ძველ საავადმყოფოში, ორმაგად დევნილი ეკომიგრანტები წლებია, ცხოვრობენ. უსახლკაროდ დარჩენილი 30 ოჯახი წალკის რაიონში ზემო აჭარიდან და სვანეთიდან სტიქიის დროს გადმოასახლეს.

წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების შესახებ უფლებადამცველთა სახლმა არაერთი კვლევა მოამზადა. მათი თქმით, ეკომიგრანტების გამოსახლების შეჩერების თხოვნით ორგანიზაციაში 300-მდე განცხადებაა შესული. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ორმაგად დევნილი მიგრანტების სახლების შეძენის პროცესში ხელისუფლება დაუყონებლივ უნდა ჩაერთოს.

უსახლკაროდ დარჩენილ ეკომიგრანტებს ადგილობრივი ხელისუფლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ამისამართებს. წაკლაში ეკომიგრანტების პრობლემას მინისტრი სოზარ სუბარი წინა ხელისუფლების პიარკამპანიას უკავშირებს.

წალკაში ამ დრომდე ზემო აჭარიდან და სვანეთიდან გადმოსახლებული 2400-მდე ეკომიგრანტი რჩება.  

დღის ამბები