16 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
ორივე შემთხვევაში ბრალდებულის სკამზე უნდა ვიყო მე - ლაშა თორდია

"ორივე შემთხვევაში ახლა რა მოცემულობაც არის გამოძიების ორივე მიმართულებით ბრალდებულის სკამზე უნდა ვიყო მე," - ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა განსხვავებულ აქცენტებში 2016 წელს და 2017 წელს კლუბებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გააკეთა. 

სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში აცხადებს, რომ 2016 წელს კლუბში მომხდარი ინციდენტის ვიდეოჩანაწერი პირადად მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ტელეფონში ინახებოდა. გენერალური აუდიტორის თქმით, პროკურატურა და შსს ცდილობს, რომ მისი ყველა განცხადება თორდიას საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ამბობს, რომ კადრები ოთარ ფარცხალაძის სკანდალის გადაფარვის მიზნით გამოქვეყნდა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის აზრით, გიორგი კალაძეს, ვინც ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, კადრები გამოძიებამ მიაწოდა.

ლაშა თორდია მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს. მისი თქმით, შსს-მ დაუდასტურა ოთარ ფარცხალაძის მხარეს, რომ პირველი ხელი თორდიამ დაარტყა.

„ოთარ ფარცხალაძის თავდასხმაზეც ვფიქრობ, რომ პირიქით, მე უნდა ვიყო ბრალდებული, ვინაიდან, შსს-მ ცალსახად თქვა, მათ დაინახეს, როგორ ვურტყამ მე ოთარ ფარცხალაძეს. ეს გარემოებები მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

 

დღის ამბები