20 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დელეგატებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა

თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ამჟამად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. დელეგატებმა სიტყვით გამომსვლელბს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, შეკითხვები რუსეთის ოკუპაციასა და მედიაპლურალიზმზე დაუსვეს. 

„თქვენი აქ წარმოდგენილი მრავალი მიკროფონით წარმოადგენთ მედიაპლურალისტულ გარემოს, სუბიექტური არ უნდა იყოს შეფასებები და მოსაზრებები, რომლებიც ჟღერდება, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს და ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რომ კარგად გაიაზრონ ფორმატები და მესიჯები,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავი უხერხულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიხეილ ჯანელიძე გააკრიტიკეს.

რუსთავი 2-თან დაკავშირებით თქვა, რომ, უი, რა კარგია, რომ მას ვერ ვაკონტროლებთ, რა კარგია ჩვენი დემოკრატიისთვისო, როცა დამსწრე საზოგადოებამ იცის, რომ ის კი კარგია, რომ მთავრობა რუსთავი 2-ს ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს და იმედია ვერც გააკონტროლებს, მაგრამ დამსწრე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მთავრობა ცდილობს მოიპოვოს კონტროლი რუსთავი 2-ზე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დელეგატებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, კორუფციის არსებობასა და მედიაპლურალიზმზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

„თურმე საერთოდ რუსთავი 2-ის პრობლემა არ არსებობს და შესანიშნავად არის ამ მიმართულებით საქმე საერთოდ,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრი მე-5 ქვეყანაა, რომელშიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება.

დღის ამბები