25 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
ტერაქტი მანჩესტერში - ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ტერორისტის გეგმების შესახებ ინფორმაცია იანვარში ჰქონდათ

ტერაქტი მანჩესტერში - ბრიტანეთის სპეცსამსახურებს მანჩესტერელი ტერორისტის გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში ჰქონდათ. Daily Mail-ის ცნობით, შეერთებული შტატების საგამოძიებო ბიურომ მი 5-თი გააფრთხილა, რომ აბედი ISIS-ის ჩრდილო აფრიკული ფრთის წევრი იყო და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა. წყაროს ცნობით, FBI სალმან აბედის 2016 წლიდან უთვალთვალებდა. აგენტების ინფორმაციის საფუძველზე, ბრიტანულმა დაზვერვამ დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად პოლიტიკოსზე თავდასხმის მომზადების საქმეზე დააკავა, თუმცა მტკიცებულებების სიმცირის გამო საქმე დაიხურა და აბედიმ მიმალვა მოახერხა. Daily Mail-ის სკანდალური პუბლიკაციაზე ოფიციალური განცხადებები არც ლონდონში და არც შეერთებულ შტატებში გაკეთებულა.

 

დღის ამბები