19 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტი შეთანხბეულია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის ტექსტი შეთანხბეულია. დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს საქართველოსთვის მაპ-ის მისანიჭებლად კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება. ქვეყნის საზენიტო და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესაზლეობლობა, ასევე დაეხმარონ საქართველოს ჰიბრიიდული საფრთხეების, მათ შორის პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დოკუმენტზე კენჭისყრა ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ხვალისთვისაა დაგეგმილი.

„გვესმის ძალიან მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერა, მათ შორის, მტკიცე აღიარება იმისა, რომ საქართველოს ძალიან სერიოზულ პროგრესს მიაღწია და ასევე, ძალიან მკაფიო და მკაცრი განცხადებები ოკუპაციასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის, სერგი კაპანაძის განმარტებით, დოკუმენტის ტექსტში საუბარია იმაზე, რომ საქართველომ აუცილებლად უდნა მიიღოს MAP-ი და გახდეს ალიანსის წევრი. მისი თქმით, რეზოლუციაში ასევე საუბარია იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში დღეს არსებობს.

„მოწოდებები არის გაკეთებული საქართველოს მთავრობის მიმართ. მათ შორის, იმ კუთხით, რომ იყოს მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილი, იმ კუთხით, რომ იყოს პოლარიზება, რომელიც არსებობს ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, შემცირებული, ხოლო ინსტიტუტები დაცული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში ოფიციალურად ხვალ დასრულდება.

დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში რუსეთის ფედერაციის მიმართ ცალსახა მოწოდებებიც არის ჩაწერილი, მათ შორის:

„დაიცვას საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში. გადახედოს გადაწყვეტილებას, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან."

 

ამავე თემაზე
დღის ამბები