19 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება დილემის წინაშე - პარტნიორი ქვეყნის ინტერესები და ადამიანის სიცოცხლე

თურქეთის მოთხოვნით ქართულმა მხარემ ჩაღლარის სკოლების ქსელის მენეჯერი მუსტაფა-ემრე ჩაბუკი დააკავა და მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. ეს ადამიანი 15 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში სკოლების საუკეთესო ქსელს ხელმძღვანელობდა და პედაგოგადაც მუშაობდა.

საქართველოს ხელისუფლება დილემის წინაშე დგას - ერთ მხარეს პარტნიორი ქვეყნის ინტერესები დგას, მეორე მხარეს კი ადამიანის სიცოცხლე.

თურქეთის პროკურატურის მტკიცებით, ემრე ჩაბუკი, ყოფილი იმამის, ფეთულაჰ გიულენის მიერ შექმნილი, თურქეთის მხარის თქმით, ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ფეტოსთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ბრალდების გამო დააკავეს 38 წლის მუსტაფა ემრე ჩაბუკი.

პატიმრის ახლობლები ამბობენ, რომ მისი ექსტრადიცია მკვლელობის ტოლფასი იქნება - ოჯახი შიშობს, რომ მას თურქულ ციხეში წამება და შესაძლოა, სიკვდილიც ელის.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციისგან თავი უნდა შეიკავოს. ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საქართველო დილემის წინაშე დგას. ასევე ფიქრობს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც.

თუ იუსტიციის მინისტრი მუსტაფა ჩაბუკის გადაცემის გადაწყვეტილებას მაინც ხელს მოაწერს, რჩება ბოლო იმედი - სტრასბურგის ევროპული სასამართლო, რომელიც როგორც წესი, როცა პატიმარს წამების საფრთხე ემუქრება, სხვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მყისიერად აჩერებს.

ავტორი: ლაშა კვესელაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები