19 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
26 მაისი უკრაინაში - კიევში ქართულმა დიასპორამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა

კიევში ქართულმა დიასპორამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. კიევში გამართულ ღონისძიება უამრავი ადამიანი დაესწრო, როგორც ქართველები, ისე უკრაინელები. მათ შორის იყვნენ ქართველი ჯარისკაცები.

სცენაზე უკრაინის და საქართველოს ნაციონალური ცეკვის ანსამბლები გავიდნენ.

ქართული ხმების სიმღერებით დამოუკიდებლობის დღის მილოცვა სამშობლოდან წასულ ქართველებს განსაკუთრებით გაეხარდათ. საღამო კახუჩელამ და ხანუმებმა დაასრულეს. ელოქტრონული ელემენტებით ფოლკლორი ექსპრომტად უკრაინულადაც სცადეს.

საღამოს ორგანიზატორები ამბობენ, რომ ასეთი დღესასწაულები სამშობლოდან შორს მცხოვრებ ქართველებს ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს საქართველოს მონატრებით გამოწვეულ სევდას.

ავტორი: თაკო მესხი.

დღის ამბები