19 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
პოლიტიკური სიმპატიები - ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კითხვა "რუსთავი 2"-ზეც დაუსვეს

ევროსასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს მოუსმინეს გუშინ სამთავრობო კომისიის წევრებმა. გასაუბრების პროცესი 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კანდიდატებს შორის იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, კონსტანტინე ვარძელაშვილიც.

გასაუბრებიდან გამოსული კანდიდატის თქმით, კრიტიკული კითხვების ნაწილი უკავშირდებოდა რუსთავი 2-ის საკითხს - კონკრეტულად კი, განპირობებული იყო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეული პოლიტიკური სიმპატიებით და ამ თემით კომისიის თავმჯდომარეც დაინტერესდა.

„იყო თუ არა განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სიმპატიებით საკონსტიტუციო სასამართლოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს კითხვები ჰქონდა კომისიის რამდენიმე წევრს. თქვენ გაინტერესებდათ ჰქონდა თუ არა ასეთი კითხვა კომისიის თავმჯდომარეს, დიახ გიდასტურებთ, რომ მასაც ჰქონდა ასეთი კითხვა, მათ შორის იყო რუსთავი 2-ის საქმე,“-განაცხადა კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

კონსტანტინე ვარძელაშვილს ამ საკითხზე მოგვიანებით თეა წულუკიანი გამოეხმაურა, რომელმაც მისი მხრიდან რუსთავი 2-ის საკითხით დაინტერესება უარყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები