20 აპრილი 2024,   16:16
ვრცლად
მისისიპის შტატში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

8 ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად მისისიპის შტატში. სამართალდამცველებმა შუახნის მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის განცხადებით, მან სროლა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაიწყო, პოლიციის გამოჩენის შემდეგ კი ეჭვმიტანილი ქალაქის ქუჩებში მიიმალა და ცეცხლი გამვლელებს გაუხსნა.

მან მძევლად მოზარდი აიყვანა, რომლის გათავისუფლება პოლიციამ მოახერხა. დაღუპულია ადგილობრივი შერიფის მოადგილე, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.

დღის ამბები