18 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
მურუსიზაცია და ჩინჩალიზაცია - იუსტიციის საბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სამოქალაქო სექტორის აქციის ფონზე მიმდინარეობს. ისინი ვარაუდობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებული საკითხები წინასწარ განსაზღვრული გეგმით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ნაწილისთვის საეჭვოა ვალერი ცერცვაძის მიერ 4 დღის წინ თანამდებობის დატოვება.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ნაწილი ვარაუდობს, რომ მან პოსტი იმიტომ დატოვა, რომ ადგილი მისი ადგილმონაცვლისთვის გაეთავისუფლებინა.

„ეს შემადგენლობა ცდილობს, მოასწროს რაც შეიძლება მეტი გადაწყვეტილების მიღება, ერთის მხრივ, მოსამართლეების გამწესების, მეორეს მხრივ, თავმჯდომარეების გამწესების გზით, რომ კორპორატიული, ჩაკეტილი სისტემა არ დაეშალოთ. იუსტიციის საბჭოს ამ უკანონო და არასწორი მოქმედებების განხორიცელების შესაძლებლობას ფართო გასაქანს აძლევს პარლამენტის უმოქმედობა, რომელიც ძალიან ნელი, მცირე ნაბიჯებით ატარებს სასამართლოს რეფორმას,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე აქტიურად განიხილება სააპელაციო სასამართლოს უკვე უვადო მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა.

„დღეს ქართული ოცნების მხრიდან ხდება უბინძურესი გადაწყვეტილება და მიხეილ ჩინჩალაძე, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნება, რითიც ხდება სასამართლოს სისტემის მურუსიზაცია და ჩინჩალიზაცია,“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები