25 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
"მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს პატრიარქის მოკვდინება" - საპატრიარქოს იურისტის სკანდალური განცხადება

"მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს პატრიარქის მოკვდინება. გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას, თუ ის არ იტყვის სიმართლეს, მე ვიტყვი,“ - საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას, პატრიარქის მოკვდინების სურვილი აქვს.

საპატრიარქოს იურისტი "ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პირების მიერ" პატრიარქის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოშორების სურვილზეც საუბრობს. 

„ეს არის ციანიდის საქმესთან დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც სულიერ, იდეურ და სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებდნენ, ორგანიზებულად მოქმედებდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს პატრიარქის მმართველობის გაუქმება, კათოლიკოს პატრიარქის ნებისმიერი ფორმით და ხერხით საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოგდება, მათ შორის ლიკვიდაცია. მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს პატრიარქის მოკვდინება. გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას. თუ ის არ იტყვის სიმართლეს, მე ვიტყვი. ის მეგობრობდა, როგორც მამა გიორგი მამალაძესთან, სოსო ოხანაშვილთან, მათ უწევდა სულიერ თანადგომას, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

საპატრიარქოს იურისტის განაცხადებით, ილია მეორე აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

„კათოლიკოს პატრიარქმა ყველაფერი იცის, იმ მოკვდინების შესახებაც იცის, რაც მე ვთქვი,“- განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

 

საპატრიარქოს პრეტენზიები აქვს პროკურატურასთანაც. საპატრიარქოს იურისტის თქმით, პროკურატურას მითითება მისცა საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირმა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ერთ-ერთ კონკრეტულ პირზე არ დაწყებულიყო გამოძიება. 

 

დღის ამბები