23 აპრილი 2024,   21:31
ვრცლად
ყაჩაღობა თბილისის ცენტრში - მოქალაქეს იარაღის მუქარით ფული წაართვეს

დოლიძის ქუჩაზე მოქალაქე დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტში სავარაუდოდ 2 თავდამსხმელი მონაწილეობდა. მათი განცხადებით, ერთ-ერთს სამედიცინო ნიღაბი ეკეთა, ხოლო მეორეს ყელსახვევი. როგორც თვითმხილველები რუსთავი 2-თან საუბარში იხსენებენ, თავდამსხმელებმა ფული ზუგჩანთით წაიღეს და ფეხით გაიქცნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპარტულო პოლიცია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. 

თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, 45 ათას ლარამდე თანხა წაიღეს. ამ წუთებში დოლიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მეორე მანქანასთანაც მუშაობენ, რადგან შესაძლოა, ეს მანქანა სავარაუდო თავდამსხმელებთან კავშირში იყოს. 

დღის ამბები