24 აპრილი 2024,   17:02
ვრცლად
შეერთებულ შტატებში შეიარაღებულმა მამაკაცმა 8 კაცი მოკლა

შეერთებულ შტატებში შეიარაღებულმა მამაკაცმა 8 კაცი მოკლა. მათ შორის შერიფის მოადგილე, რომელსაც თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ესროლა. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი.

მან სამ სხვადასხვა სახლში განახორციელა თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღით 7 ადამიანი მოკლა.

თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება. თავდამსხმელმა დაკავებისას პოლიციელებს უთხრა, რომ ჩადენილის გამო ის სიცოცხლის ღირსი აღარ არის.

დღის ამბები