16 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
"ენმ"-ის ლიდერები კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ. ნიკა მელია და ლევან ბეჟაშვილი სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა 4 სოფელში. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ისინი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

„10 ოჯახში ვიყავი, ათივე ოჯახი განადგურებულია, მათი ბაღები, ვენახები, სავარგულები, ამ დროს გამოდის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ამბობს, რომ არ დაეხმარება. ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ როგორც მინიმუმ, სოფლის ცენტრში უნდა იდგეს და ხალხს პასუხს სცემდეს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია. დავით ჯანიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დახმარება გათვალისწინებული არ არის, ვინაიდან აგროდაზღვევა არსებობს. 

დღის ამბები