25 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
დოლიძეზე მომხდარი ყაჩაღობისას დამნაშავეებმა თანხა სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიის თანამშრომელს წაართვეს

დოლიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა სწრაფი გადახდის აპარატების კომპანიის თანამშრომელს წაართვეს ფული. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებული თანხა 50 ათას ლარამდეა. 

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. თავად დაზარალებული მედიასთან დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს. თვითმხილველების განცხადებით კი ინცინდენტში 2 თავმდამსხმელი მონაწილეობდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შემთხვევა დღეს დაახლოებით 15:00 საათისთვის მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები