15 დეკემბერი 2019,   14:58
ვრცლად
საქველმოქმედო კონცერტი კონსერვატორიის დარბაზში - პარაორკესტრთან ერთად სცენაზე პიანისტი დათუნა ადალაშვილი წარსდგება

ახალგაზრდა პიანისტი, დათუნა ადალაშვილი, ფერენც ლისტის ნაწარმოებებს, კორეის შემდეგ პირველად, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტზე დაუკრავს.

კონცერტი პირველ ივნისს, საღამოს 8 საათზე კონსევრატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით კი პარაორკესტრს საჩუქრად მუსიკალური ინსტრუმენტები გადაეცემა.

პირველი ივნისის კონცერტზე პიანისტი მაყურებლებს მრავლფეროვან პროგრამას წარუდგენს. ბავშვთა საერთაშორისო დღეს დათუნა ალადაშვილმა შუმანის საბავშვო სცენების დაკვრაც გადაწყვიტა.

კონცერტი ფონდ იავნანას ანტისტიგმა კამპანიას სახელწოდებით - დაინახე ყველაფერი, ეძღვნება. გამოცდილი პიანისტი პარაორკესტრთან ერთად სცენაზე პირველად წარსდგება. 

დღის ამბები