20 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა - განადგურებულია ხეხილის ბაღები

სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. რამდენიმეწუთიანი ძლიერი სეტყვის შედეგად, სოფელ ვარდისუბანსა და კურდღელაურში ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა.

დაზარალებულების თქმით, სტიქია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა, განადგურდა ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურა.

ადგილობრივებისთვის უცნობია, ამოქმედდა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი. ზარალის შესახებ ინფორმაცია თელავის გამგეობაში ჯერ-ჯერობით არ აქვთ.

დღის ამბები