16 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თქმით, მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ ყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში მოსამართლეების წარსადგენ კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება კომისიისგან ამჟამად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ლადო ჭანტურიამ მიიღო. კანდიდატის აზრით, მოსამართლე, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ გადაწყვეტილებებს კანონის შესაბამისად მიიღებს, სჯობს ამ საქმიანობას თავი დაანებოს.

„სერიოზულად მოვემზადე, იმიტომ რომ ეს საპასუხისმგებლო საქმეა და ძალიან მოხარული ვარ, რომ კომისიამ ასე გადაწყვიტა, ადამიანი, რომელსაც პატივი ექნება იყოს ევროპის სასამართლოს მოსამართლე, სხვა ვერაფრით იხელმძღვანელებს, ვიდრე კონვენციის ტექსტით და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით,“ - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც კომისიისგან მაღალი შეფასება მიიღო, პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძეა. ის აცხადებს, რომ გასაუბრების დროს მის მიმართ კეთილგანწყობილი არვინ ყოფილა.

„მე ნამდვილად არ მქონია განცდა, რომ ვიღაცა ან კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ ან პირიქით, მტრულად ჩასაფრებული,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ის აღნიშნავს, რომ ამჟამინდელ თანამდებობას, მისი გამოცდის პროცესზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შოთა გეწაძე კი აცხადებს, რომ ის ლოიალური არავის მიმართ არ ყოფილა.

დღის ამბები