18 აპრილი 2024,   22:24
ვრცლად
კომისია იყო ან არაკომპეტენტური, ან შეფასებებში მიკერძოებული - გიორგი მშვენიერაძე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრობს

"ეს არის ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია გირგვლიანის საქმის ადვოკატი დაბლოკოს და უპირატესობა მიანიჭოს გვანცა ყუფარაძის საქმის მოსამართლეს,“ - ეს განცხადება საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა, დავით ჯანდიერმა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ 5 კანდიდატზე საუბრისას გააკეთა.

იურისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის პოლიტიკური ნიშნით შექმნილი კომისიის სახელისუფლებო წარმომადგენლების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ფიქრობს, რომ კომისიის გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებული იყო.

„ხუთეულში მოხვდა თამარ ალანია იუსტიციის საბჭოდან, გეწაძე იუსტიციის საბჭოდან და დონდოლაძე პროკურატურიდან, ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფო იყო წინასწარ შეთანხმებული, რომ ამ სამი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ კომისიამ კანდიდატებს შორის ქულები სამართლიანად არ გადაანაწილა.

„ის, რომ მინიმუმ 4 ადამიანი ეს არის, ვთქვათ, კონსტანტინე კორკელია, ეს არის კონსტანტინე ვარძელაშვილი, დათო ჯანდიერი, ბესო ბოხაშვილი, იღებენ შეფასებებს, რომლებიც არის დაბალი და მათზე წინ დგება მინიმუმ 3 კანდიდატი, რომლებიც ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეული პროფესიონალები არიან ადამიანის უფლებათა სამართლის, მიუთითებს იმაზე, რომ თავად კომისია იყო ან არაკომპეტენტური, ან შეფასებებში არაადეკვატური და მიკერძოებული,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღის ამბები