18 აპრილი 2024,   23:00
ვრცლად
"მოსამართლეებმა თვითონ უნდა აირჩიონ საკუთარი თავმჯდომარეები," - ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ,  სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ საფრთხეებზე პრეზიდენტი ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა, როდესაც საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო. ანა დოლიძის თქმით, სასამართლო სისტემა გამჭვირვალე არ არის და ადამიანთა ერთი მცირე ჯგუფის მიერ იმართება. მისი განმარტებით, მოსამართლეები საკუთარ თავმჯდომარეებს თავად უნდა ირჩევდნენ.

„სასამართლოსთან დაკავშირებით ვეტო როდესაც წარადგინა პრეზიდენტმა, მაშინ ჩვენ მივუთითებდით, რომ აუცილებელი იყო მოსამართლეებს თვითონ აერჩიათ საკუთარი თავმჯდომარეები, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ორგანოს, იუსტიციის საბჭოს, რამდენიმე ადამიანის ხელში არ ყოფილიყო სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების საშუალება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები