19 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
ძლიერი ქარიშხალი მოსკოვში - დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

მოსკოვში, ქარიშხლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ BBC წერს.

მოსკოვის მერის განცხადებით, სტიქიამ ასობით ხე მოგლიჯა და დაახლოებით 40 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, ქარიშხალს, სულ მცირე, 7 ადამიანი ემსხვერპლა და 70 დაშავდა.

დღის ამბები