24 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა შესაძლოა გაუქმდეს

საატესტატო გამოცდები წელს სკოლებში შესაძლოა ბოლოჯერ ჩატარდა. არსებული საგამოცდო სისტემის გაუქმების იდეა საგანგაშო სტატისტიკის გამო გაჩნდა. მეთორმეტე კლასელების 25-მა პროცენტმა წელს ატესტატის აღება ვერ შეძლო.

ნაციონალური მოძრაობის წევრები არსებული შედეგების გამო განათლების მინისტრს საშუალო განათლების სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებენ. საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის ყოველწლიურად გაუარესებაზე ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ.

საატესტატო გამოცდებს მოქმედი სისტემა რომ ეფექტური არ არის ადასტურებს განათლების მინისტრიც, თუმცა ზოგადი განათლების შეფასების არსებული სისტემის მთლიანად გაუქმებას ეწინააღმდეგება. განათლების მინისტრი ახალი მოდელის შემოღებას არ გამორიცხავს.

საჯარო სკოლებში არსებულ საგანმანათლებლო სისტემას აპროტესტებენ განათლების ექსპერტებიც.

რა სახით ჩააბარებენ მომავალი წლიდან საატესტატო გამოცდებს მეთორმეტე კლასელები, უცნობია. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების გამოცდებზე ჩაჭრის წლევანდელი მონაცემები დაახლოებით 5 პროცენტით არის გაზრდილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები