26 აპრილი 2024,   00:51
ვრცლად
კონსულტაციის შემდეგ გვეცოდინება ვის ვუჭერთ მხარს - ალექსანდრე ჯეჯელავა ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრობს

საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის 5 კანდიდატის შერჩევის პროცესი ძალიან გამჭვირვალე იყო.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ის ყველაზე დიდი სიმპატიითა და პატივისცემით ლადო ჭანტურიას მიმართ არის განწყობილი.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ პრობლემა, რომელიც წინა შემთხვევაში მოხდა და ევროპულმა სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი სამივე კანდიდატი უარყო, ამჯერად აღარ განმეორდება.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურას, განათლების მინისტრს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„კონსულტაციის შემდეგ გვეცოდინება ვის ვუჭერთ მხარს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი კი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის საქართველოდან საუკეთესო 3 კანდიდატს შეარჩევენ, თუმცა, კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

„მე ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობ, ვისაც ვიცნობ, მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, გვარებს არ დავასახელებ,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები