20 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა საქართველოსაც შეეხება - ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე

„ნატო-ს გაფართოების პოლიტიკა ყველა ასპირანტ ქვეყანას შეეხება, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოც არის,“ - ასე აფასებს ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიულერი, ნატო-საქართველოს შემდგომ ურთიერთობას.

როუზ გოტმიულერი, ექსკლუზიურად რუსთავი 2-თან ნატო-ს გაფართოებაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და ქვეყნისთვის გაწევრიანებისთვის სამოქმედო გეგმის მიღება სამომავლო ნაბიჯების გადადგმის განმსაზღვრელი ნაწილი იქნება.

„ბევრი რეფორმა გატარდა ყველა მიმართულებით, მაგრამ თავდაცვის სფეროში კიდევ ბევრი რეფორმის კონსოლიდირებაა საჭირო. ამიტომ, ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ... გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ეს ჩვეულებრივი პროცედურაა ნატო-ს წევრებისთვის. რა თქმა უნდა, ეს მომავალი ნაბიჯების ნაწილი იქნება საქართველოსთვის,“ - განაცხადა როუზ გოტმიულერმა.

ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიულერი, იენს სტოლტენბერგის ნაცვლად ჩამოვიდა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ნატო-ს გენერალური მდივანი კი ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტს დაესწრო. 

დღის ამბები