ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიულერი, ამ ეტაპისთვის ქართულ პორტებში ნატო-ს ძალების განთავსებას გამორიცხავს. ექსკლუზიურად რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში, როუზ გოტმიულერმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის აუზში ნატო-ს ყოფნისთვის საქართველოსთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვგეგმავთ ნატო-ს ძალების განთავსებას ქართულ პორტებში. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობას შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში იმ კუთხით, რომ საქართველო უფრო ინფორმირებული და აწვდის ცნობებს ნატო-ს ამ რეგიონის შესახებ. ჩვენ მიმართული გვაქვს მთელი ყურადღება შავი ზღვის აუზში ნატო-ს ყოფნის გაძლიერებისკენ,“ - განაცხადა როუზ გოტმიულერმა.
როუზ გოტმიულერი საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ესტუმრა.