24 აპრილი 2024,   19:19
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება საქალაქო სასამართლოში.
სხდომა მხარეების შესავალი სიტყვით გაიხსნება. დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სხდომას ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწროს.

სხდომის გამართვამდე ერთი დღით ადრე, საპატრიარქოს იურისტი მეუფე პეტრეს მიმართ სკანდალური ბრალდებით გამოვიდა. ედიშერ ქარჩავა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ჭყონდიდი მიტროპოლიტი პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილებაში აქტიურად მონაწილეობდა და მისი სიკვდილი სურდა.

დაინტერესების შემთხვევში ქარჩავა მზად არის წმინდა სინოდს მტკიცებულებები წარუდგინოს.ბრალდებებს აბსურდად მიიჩნევენ ადვოკატები.

„მათი მცდელობა არის, რომ თითქოს წარმოაჩინონ მეუფე პეტრე, როგორც მონაწილე, ირიბად ან პირდაპირ. დღემდე ვერ დაუდგენიათ ციანიდი ვისგან შეიძინა და ახლა როგორ ადგენენ ჯგუფის წევრებს, რომელ ჯგუფზე საერთოდ ლაპარაკი, ყველანაირი აბსურდია ეს,“ - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

 

დღის ამბები