23 აპრილი 2024,   11:56
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მეორე ეტაპი დღეს სრულდება 

საყოველთაო სახალხო განხილვების მეორე ეტაპი, დღეს  თბილისში დაგეგმილი შეხვედრებით სრულდება. მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს 4 რაიონში - დიდუბეში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ისანი-სამგორში უნდა შედგეს. პოლიტიკოსები მოსახლეობას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს გააცნობენ.

უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ განხილვები შემდეგ ეტაპზე თემატურ ჯგუფებთან გაგრძელდეს. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ქართული მხარე 16 ივნისს ელოდება.

„ეს განხილვები სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება და შესაძლოა თემატურად რაღაც ჯგუფებთან იყოს, მაგალითად სტუდენტებთან, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. თუმცა მაშინ, როდესაც დასრულდება ეს განხილვები, ამასობაში ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და უკვე ჩვენ გვექნება საერთო სურათი. საპარლამენტო განხილვები იქნება უკვე ივნისში და ვფიქრობ, რომ პირველი ორი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მოხდება კონსტიტუციური კანონპროექტის მიღება,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები