17 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
თბილისში პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფება

თბილისში პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფება. ანდჟეი დუდა მეუღლესთან ერთად საქართველოში ღამით ჩამოფრინდა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველო-პოლონეთის პრეზიდენტები შეხვედრებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ.

ხელი მოეწერება ერთობლივ დოკუმენტსაც.

ანდჯეი დუდა დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. ხვალ კი პოლონეთის პირველ პირს ბათუმში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმასპინძლებს.

დღის ამბები