24 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წევრები შემოუშვეს საქართველოში და ჩემი ქმარი მოატაცებინეს - დაკარგული ჟურნალისტის მეუღლე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გაუჩინარების შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში დღეს შევიდა.

სამართალდამცველებს გაუჩინარებული ჟურნალისტის მეუღლე დაუკავშირდა, რომლის განცხადებით, აფგან მუხთარლი, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

შსს-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებენ. 

ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით, ჟურნალისტი 29 მაისს ნახეს ბოლოს.

პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აფგან მუხთარლის გაუჩინარებაში, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლების ხელი ერიოს.

ამას თავად ჟურნალისტის მიერ 26 მაისს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის მიხედვით ვარაუდობენ. აფგან მუხთარლიმ დაწერა, რომ მას უთვალთვალებენ.

ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, კი ამბობს, რომ "საქართველოს დანაშაულიც არის, რომ აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის წევრები შემოუშვეს საქართველოში და ჩემი ქმარი მოატაცებინეს".

მისი განცხადებით, მის ქმარს სოკარის დაცვის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები