12 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
უმრავლესობის წევრები მერობის კონკრეტული კანდიდატურის დასახელებისგან თავს იკავებენ

უმრავლესობის წევრები მერობის კონკრეტული კანდიდატურის დასახელებისგან თავს იკავებენ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობა მმართველ გუნდში უახლოეს მომავალში დაიწყება.

„რა თქმა უნდა, განიხილება, დავადასტურებ, ძალიან ბევრი კანდიდატურა, მათ შორის, აირჩევა დარწმუნებული ვარ ღირსეული. ჯერჯერობით რაიმე დისკუსია ამასთან დაკავშირებით არ გამართულა, ამიტომ, აზრთა სხვადასხვაობის შესახებაც ვერ მოგახსენებთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი.

„მე ამის დადასტურება არ  შემიძლია, განიხილება ბევრი კანდიდატი და არავის გამოვრიცხავ კატეგორიულად. თუმცა, მე ჯერჯერობით ბატონი ირაკლის მსგავსი სურვილების შესახებ არ გამიგია,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები