24 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
მესამე სექტორი პარლამენტს სასამართლოს რეფორმირების შესახებ განხილვების დაუყოვნებლივ დაწყების მოთხოვნით მიმართავს

საიამ და საერთაშორისო გამჭვირვალობამ იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში არ წარადგინეს. მესამე სექტორი იუსტიციის საბჭოსთან დისკუსიის აზრს ვეღარ ხედავს და დიალოგის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოსთან ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ტონი მიუღებელი აღმოჩნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, რომლებიც პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ. მესამე სექტორის კრიტიკა ასევე მიუღებელია მმართველი გუნდისთვის.

იუსტიციის საბჭოსთან შეწყვეტილი დიალოგის შემდეგ, არასამთავრობოები პარლამენტს მიმართავენ და სასამართლოს რეფორმირების შესახებ განხილვების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ. მოითხოვენ, რომ შესაბამის კომიტეტებში მსჯელობა უახლოეს დღეებში დაიწყოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის ამ მიმართვას სხვა ორგანიზაციებიც უერთდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ რეკომენდაციებითა და განხილვების დაწყების მოთხოვნით პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები