20 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის - მერობის კანდიდატები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი

ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივ არჩევნებზე ერთ ბლოკად გაერთიანებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები საარჩევნო ბრძოლაში ერთობლივად ჩაერთვებიან და გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე მხარს ალეკო ელისაშვილს დაუჭერენ.

მერების და საკრებულოს წევრების საერთო კანდიდატთა სიის შედგენა დღეს დაიწყო. არ რის გამორიცხული, რომ თბილისის მერის პოსტზე ერთიანი კანდიდატი დაასახელოს ოპოზიციის ნაწილმა.

ამ ეტაპზე უცნობია, იქნებიან თუ არა კოალიციაში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, თანამშრომლობის რა ფორმატს დათანხმდებიან. საარჩევნო პროგრამის და სიების პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გეგმავენ ევროპული საქართველოს წარმომადგენელები.

მმართველ გუნდში თბილსის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრთა ნაწილის ფავორიტი კახი კალაძეა, ნაწილი კი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის მომხრეა.

ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კონსულტაციებს კვირის ბოლოს გეგმავს. არ არის გამორიცხული, მერობის კანდიდატთან დაკვშირებით უმრავლესობის სხდომა ქუთაისში გაიმართოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები