24 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მიმართავს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს და მოუწოდებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე გამოიძიონ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი 29 მაისს გაუჩინარდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი ახლა ბაქოში არის დაკავებული და თან არავითარი საბუთი არ გააჩნია.

ქარტიის საბჭო საკითხზე ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან:

„ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს, უსწრაფესად იქნას გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, „გაუჩინარების“ საქმე.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ“.

დღის ამბები