24 ივლისი 2019,   13:49
ვრცლად
შენი სამიზნე არის კათალიკოს-პატრიარქი - ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეზე

დღესაც მეუფე პეტრე აგრძელებს იმ მოქმედებას, რაც მიმართულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ და საკათალიკოსო ტახტის დაქვრივების წინაღმდეგ,“ - ასე აფასებს  საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, მეუფე პეტრეს ქმედებებს. მისი თქმით, მეუფე „ბინძური ქმედებებით“ ცდილობს პატრიარქის ტახტიდან ჩამოგდებას.

არჩევანის ეთერში ედიშერ ქარჩავა განმარტავს, რომ მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის "მოკვდინებაში" სულიერ მკვლელობას გულისხმობს.  

„მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება, მის მიმართ უმძიმესი, მომაკვდინებელი ბრალდებების წაყენება და ამ ბრალდებების ტირაჟირება. ეს არის ყველაზე უმძიმესი ბრალდება ანუ მეუფე პეტრე უკვე დიდი ხანია, გავიდა ეკლესიის ფარგლებიდან,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, რომ დღესაც არის მეუფე პეტრეს ბიზნესინტერესების დამცველი ადვოკატი. მან აღნიშნა, რომ მეუფის „ბინძური თამაშების“ გამო გადაწყვიტა ამ ბრალდებების გახმოვანება.

„მე ეს ბრალდებები წამოვაყენე, როგორც ერთ-ერთმა ქრისტიანმა და რიგითმა ფიზიკურმა პირმა,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ სულიერი პირის სამიზნე პატრიარქია.

„შენი სამიზნე არის კათალიკოს-პატრიარქი და სალაპარაკო არის შორენა, კარგად გიცნობ, ჩემდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, შენი მთავარი მიზანია კათალიკოსის ყველაზე ბინძური და უკანასკნელი ხერხებით ტახტიდან ჩამოცილება,“ - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. 

საპატრიარქოს ადვოკატმა აღნიშნა, რომ მეუფე პეტრეს, სავარაუდოდ, პირდაპირი კავშირი ჰქონოდა ე.წ. ციანიდის საქმესთან, რადგან სწორედ მან დაუნიშნა, მამა გიორგი მამალაძეს მიხეილ რამიშვილი ადვოკატად, და დაიწყო „განმათავისუფლებელი“ ბრძოლა. 

დღის ამბები