25 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბაქოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

ჟურნალისტის საქმეზე აზერბაიჯანში გამოძიება საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით დაიწყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.

დღის ამბები