20 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
სუს-ის უფროსი აღიარებს, რომ ჩვენი საზღვრები არ არის შესაბამისად დაცული - ეკა გიგაური

„ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,“ - ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ის აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს.

ეკა გიგაურმა კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მწვანე საზღვრის კვეთის დროს დააკავეს.

„სუს-ის უფროსი აღიარებს, რომ ჩვენი საზღვრები არ არის შესაბამისად დაცული, ეს არის უფრო დიდი პრობლემა ნორმალურ სიტუაციაში, მწვანე საზღვრის გადაკვეთა უნდა იყოს უფრო გართულებული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი განმარტებით, იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც იდევნებიან საკუთარი სახელმწიფოს მიერ, საქართველოში დაცული უნდა იყოს.

„დღეს მათი უფლებები ირღვევა და ჩვენი სახელმწიფო არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ ეს უფლებები იყოს დაცული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობები აფგან მუხთარლის დისკრედიტაციას ცდილობენ. მისი თქმით, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ის, ადამიანის წამებისგან დაცვა აუცილებელია.

 „გადაწყვეტილება არსებითად აზიანებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ის წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები