20 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
ე.წ მოსმენების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა - ომბუდსმენმა სასამართლოს სარჩელით მიმართა

ოპოზიციისა და არასამთავრობოების შემდეგ, ე.წ მოსმენების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას სახალხო დამცველიც ითხოვს. უჩა ნანუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.

ომბუდსმენის აზრით, წინა ვერსიის მსგავსად, კანონი კონსტიტუციას ახლაც ეწინააღმდეგება, რადგან ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს აჩენს.

„სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კვლავ რჩება მთელი რიგი უფლებამოსილებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესში გარკვეული რისკები დგას, მოხდეს ზოგადად, მოქალაქეთა უფლებების დარღვევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანონი უფრო მეტად იყოს დაცული.

სარჩელის განხილვის პროცესში პრეზიდენტი სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩაერთვება.

„ვეტოს დაძლევის შემდეგ მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ თუ ეს კანონი იქნება გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში, მე დავეხმარები სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის სტატუსიდან გამომდინარე, ასეთი დოკუმენტი, ფაქტობრივად შემუშავებულია, შემუშავების პროცესშია. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს დავეხმარებით, რომ მოსმენების თაობაზე კანონი იქნეს მიღებული ისეთი სტანდარტით, რომელიც ევროპულ სახელმწიფოს ეკადრება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები