25 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
საქართველოს სამხედრო საჰაერო თავდაცვა 22 წლის იუბილეს აღნიშნავს

საჰაერო თავდაცვა 22 წლისაა. ეს დღე ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიულოცა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმაც მიულოცა და ყურადღება საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

„იმ რეფორმების პროცესში, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, საჰაერო თავდაცვას აქვს ერთ-ერთი პრიორიტეტული მნიშვნელობა. თქვენ იცით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივა, სწორედ ჩვენი შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა საფრანგეთის მხარესთან გვაქვს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები