18 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის მხარდამჭერებმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს

ამ დრომდე უცნობია, დაარეგისტრირებს თუ არა უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის პარტიას შეცვლილი სახელწოდებით. ოდესის ყოფილ გუბერნატორს, რომელიც ოპოზიციურ მოძრაობას ხელმძღვანელობს და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

სანაცვლოდ დარეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებათა სიაში მიხეილ სააკაშვილის სახელით სხვა პარტია ფიგურირებს. სამინისტროში ხმაურისა და დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ეს ფაქტი გახდა. მიხეილ სააკაშვილი ახსნა-განმარტებას მინისტრს და ყოფილ თანაგუნდელს, დღეს კი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გია გეწაძეს სთხოვდა.

თავად გია გეწაძე დღეს უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სახელით, ყალბი პარტიის შექმნისას მაქინაციასაც არ გამორიცხავს, თუმცა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ უწყებამ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა.

მიხეილ სააკაშვილი კი, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობა არჩევანის უფლებას ართმევს ხალხს, რომელიც მას მხარს არ უჭერს.

ყოფილი თანაგუნდელის გარდა, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრსაც ღიად დაუპირისპირდა, რომელმაც ღირსების შელახვისთვის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები