24 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ომბუდსმენის სარჩელი ე.წ მოსმენების კანონზე - მომხრეები და მოწინააღმდეგეები

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის შემდეგ, მოსმენების შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას სახალხო დამცველი მოითხოვს. უჩა ნანუაშვილმა სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. ომბუდსმენი დარწმუნებულია, რომ წინა და ახალ ვერსიებს შორის შინაარსობრივი განსხვავება არ არის და ორივე შემთხვევაში, მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას საფრთხე ემუქრება. 

სახალხო დამცველის სარჩელის განხილვის პროცესში პრეზიდენტი სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩაერთვება, შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების შესახებ პარლამენტის უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ კანონს ვეტო მარტში დაადო.

უმრავლესობის დეპუტატებისთვის კი გაუგებარია, რატომ მიმართავს უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს და ისინი ომბუდსმენს ამ ქმედებისთვის აკრიტიკებენ.

გაცილებით ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართეს ნაციონალურმა მოძრაობამ და კამპანია ეს შენ გეხებას წევრებმა. მათი პოზიციები სახალხო დამცველისას ემთხვევა.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ მოსმენების კანონში ცვლილებები მარტში დაამტკიცა. ახალი რედაქციის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო შეიქმნება, რომელიც მოსმენებს განახორციელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები