18 აპრილი 2024,   23:21
ვრცლად
სია-ს დასკვნა "რუსთავი 2-ის" შესახებ - არასამთავრობო ორგანიზაცია საქმეში არსებულ იურიდიულ დარღვევებზე მიუთითებს

ეჭვები რუსთავის 2-ის საქმეზე დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამ არ მოხსნა. მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობასა და შედეგით ხელისუფლების დაინტერესების შესახებ. სამართლებრივი ანალიზის შემდეგ, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, რის საფუძველზე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადანაწილდა. ასევე, მათი განცხადებით დიდმა პალატამ არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე დააგინა, რომ ქიბარ ხალვაშის მიმართ განხორციელებული ძალადობა საყოველთაოდ აღიარებული იყო.

საია-ს აზრით, პრობლემურია შეცილების ვადა, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია, ეცნობა თუ არა 2008 წელს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურაში სარჩელის შეტანა.

ქიბარ ხალვაში საია-ს მოსაზრებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ანალიზი არაკვალიფიციურია.

რუსთავი 2-ში მიაჩნიათ, რომ საია-ს მხრიდან გამოქვეყნებული ანალიზის შემდეგ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება ეჭვი რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლებისა და სასამართლოს შეთანხმებული მოქმედებების შესახებ.

ამავე თემაზე
დღის ამბები