19 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. ბაქოდან ჩამოსულ ადვოკატთან ერთად მან დღეს ის გზა გიარა, რომელიც, სავარაუდოდ, ავფგან მუხთარლის გაუჩინარების დღეს უნდა გაევლო.

აფგან მუხთალის მეუღლეს და მის აზერბაიჯანელ ადვოკატს ქართველმა მესაზღვრეებმა დღეს მწვანე საზღვრის დათვალიერების უფლება არ მისცეს. ლეილა მუსტაფაევას აფგან მუხტარლის მონათხრობში ეჭვი აღარ ეპარება და დარწმმუნებულია, რომ ის ბელაქნის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.

ავგან მუხრტალის ადვოკატი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათგან მოისმინა, თუ როგორაა დაცული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის ეს მონაკვეთი.

ადვოკატიც დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფარულად საზღვარზე გადასვლას ვერ მოახერხებდა.

მისი განცხადებით, ამ ეჭვებს ამყარებს ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანულ მედიაში დაუფარავად საუბრობენ საქართველო-აზერბაიჯანის სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ერთობლივ სპეცოპერაციაზე.

დღის ამბები