25 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
ძლიერი აფეთქება ფოთის წისქვილკომბინატში

ძლიერი აფეთქება ფოთის წისქვილკომბინატში. აფეთქება რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთ ელევატორში მოხდა.

როგორც "რუსთავი 2"-სთვის გახდა ცნობილი, დაშავებულია 2 ადამიანი, რომლებიც ელევატორში იმყოფებოდნენ. მათ აქვთ სხვადასხვა დაზიანება, ძირითადად, მიღებული აქვთ დამწვრობა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები და საპატრულო ეკიპაჟები. 

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

 

 

 

დღის ამბები